Sunday, July 1, 2018

პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: მიგრაცია  თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლებში.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლების მოძიება, მიგრაციის
 გამოკვლევა ბოლო 5 წლის განმავლობაში. მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოგვაწვდიან ინფორმაციას თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე  მაღლა მდებარე სოფლების მიგრაციის შესახებ, გაიაზრებენ სოფლების მნიშვნელობას, გაუღვივდებათ  პატრიოტიზმი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლების მიგრაციის შესახებ, ფაქტების წარმოდგენას, შექმნიან სვეტოვან დიაგრამას, შეძლებენ საზომი ერთეულების გადაყვანას, რიცხვების დამრგვალებას, შედარებას, დახარისხებას, მოძიებული ინფორმაციების მიხედვით  პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობას და დასკვნის გამოტანას.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნასვებ -გვერდი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
       ·         მოსწავლეები დაადგენენ  რომლებია თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლები ;
  • მოიძიებენ ინფორმაციას ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ სოფლებში მიგრაციის შესახებ  და სოფლებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებ;
  • შექმნიან სვეტოვან დიაგრამას ზღვის დონიდან  სიმაღლის საჩვენებლად, ასევე მიგრაციის საჩვენებლად.
  • შექმნიან ცხრილს,სადაც ზღვის დონიდან თითოეული სოფლის  სიმაღლე მოცემული იქნება სანტიმეტრებში,მეტრებსა და კილომეტრებში;
  • გაიაზრებენ სოფლების მნიშვნელობას;
  • წარმოადგენენ პროექტს შემოქმედებითად: მულტიმედიური პრეზენტაციის ან ვებ-გვერდის  შექმნით;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციცინო იოსებაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cicoiosebashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგიict-cico.blogspot.com