1. პროექტის სახელწოდება: მიგრაცია თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლებში.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლების მოძიება, მიგრაციის
გამოკვლევა ბოლო 5 წლის განმავლობაში. მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოგვაწვდიან ინფორმაციას თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლების მიგრაციის შესახებ, გაიაზრებენ სოფლების მნიშვნელობას, გაუღვივდებათ პატრიოტიზმი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლების მიგრაციის შესახებ, ფაქტების წარმოდგენას, შექმნიან სვეტოვან დიაგრამას, შეძლებენ საზომი ერთეულების გადაყვანას, რიცხვების დამრგვალებას, შედარებას, დახარისხებას, მოძიებული ინფორმაციების მიხედვით პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობას და დასკვნის გამოტანას.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ -გვერდი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
· მოსწავლეები დაადგენენ რომლებია თელავის რაიონში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფლები ;
- მოიძიებენ ინფორმაციას ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ სოფლებში მიგრაციის შესახებ და სოფლებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს;
- შექმნიან სვეტოვან დიაგრამას ზღვის დონიდან სიმაღლისსაჩვენებლად, ასევე მიგრაციის საჩვენებლად.
- შექმნიან ცხრილს,სადაც ზღვის დონიდან თითოეული სოფლის სიმაღლე მოცემული იქნება სანტიმეტრებში,მეტრებსა და კილომეტრებში;
- გაიაზრებენ სოფლების მნიშვნელობას;
- წარმოადგენენ პროექტს შემოქმედებითად: მულტიმედიურიპრეზენტაციის ან ვებ-გვერდის შექმნით;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციცინო იოსებაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cicoiosebashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ict-cico.blogspot.com
1. პროექტის სახელწოდება: მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მსოფლიოში 5 ყველაზე მაღალი შენობის და იმ ქალაქების მოსახლეობის რაოდენობის გამოკვლევა,სადაც ეს შენობები მდებარეობს. ყველა მონაცემის დამრგვალება მთელ რიცხვამდე.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოგვაწვდიან ინფორმაციას მსოფლიოში 5 ყველაზე მაღალი შენობის შესახებ (ადგილმდებარეობა, სიმაღლე და სხვა.).
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას მსოფლიოში 5 ყველაზე მაღალი შენობის შესახებ, ფაქტების და რუკის წარმოდგენას, შექმნიან სვეტოვან დიაგრამას, შეძლებენ საზომი ერთეულების გადაყვანას, რიცხვების დამრგვალებას, შედარებას, დახარისხებას, მოძიებული ინფორმაციის შემოქმედებითად წარმოდგენას.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პლაკატი,პრეზენტაცია,მაკეტი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,ბიბლიოთეკა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები დაადგენენ რომელია მსოფლიოში 5 ყველაზე მაღალი შენობა;
- მონიშნავენ რუკაზე მათ ადგილმდებარეობას;
- მოიძიებენ ინფორმაციას აშენების თარიღების შესახებ და შენობებთან დაკავშირებულ 2-2 საინტერესო ფაქტს;
- შექმნიან სვეტოვან დიაგრამას შენობების სიმაღლის საჩვენებლად;
- შექმნიან ცხრილს,სადაც თითოეული შენობის სიმაღლე მოცემული იქნება სანტიმეტრებში,მეტრებსა და კილომეტრებში;
- წარმოადგენენ პროექტს შემოქმედებითად:(პლაკატის ფორმატის,მულტიმედიური პრეზენტაციის ან მაკეტის შექმნით;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციცინო იოსებაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cicoiosebashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ict-cico.blogspot.com
No comments:
Post a Comment